დაეხმარება თუ არა მერაბ შარიქაძე ბორჯღალოსნებს ტესტ-მატჩებზე?

“ბორჯღალოსნების” კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ, 12 იანვარს ტრავმა მიიღო. როგორც შარიქაძემ Live.ge-ს განუცხადა, მას მენისკისა და ჯვარედინი მყესების ოპერაცია ჩაუტარდა.

შარიქაძის რეაბილიტაციის პერიოდმა 9 თვე შეადგინა და მისი თქმით, იგი იმედოვნებს, რომ სტადიონს მალე დაუბრუნდება. ჩვენ ეროვნული ნაკრების კაპიტანს ვკითხეთ, თუ როდის გეგმავდა იგი სტადიონზე დაბრუნებას და მან გვიპასუხა, რომ დიდი ალბათობით იტალიასთან  ტესტ-მატჩში 10 ნოემბერს დაბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ მერაბ შარიქაძეს “ბორჯღალოსნების” კვართი 57-ჯერ აქვს მორგებული და 11 ლელოს დადება შეძლო. მან ეროვნულ ნაკრებს 10-ჯერ უკაპიტნა.

დაეხმარება თუ არა მერაბ შარიქაძე ბორჯღალოსნებს ტესტ-მატჩებზე?

სტატიის ავტორი
-