დეტალები ცნობილია: ნოემბრის ტესტებისთვის სტადიონები და ბილეთის ფასები გაირკვა

თიბისი რაგბის სერიები 2018-ის დაწყებამდე თვეზე ნაკლები რჩება. სერიის პირველ ტესტ-მატჩში ბორჯღალოსნები გასვლაზე იტალიას, ფლორენციაში „არტემიო ფრანკის“ სტადიონზე 10 ნოემბერს დაუპირისპირდებიან. შეხვედრა თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

17 ნოემბერს საქართველოს ნაკრები სამოას „ავჭალის“ სტადიონზე დაუპირისპირდება, ერთი კვირის შემდეგ კი,  ტონგას „მიხეილ მესხის“ სტადიონზე უმასპინძლებენ. ორივე საშინაო მატჩი საქართველოს დროით 18:00 საათზე დაიწყება.

საქართველო – სამოა : ბილეთის ფასი 25 ლარი

საქართველო – ტონგა: ბილეთის ფასი 5-20 ლარი

ბილეთბის ყიდვა შესაძლებელია TKT.GE-ზე.

 

 

 

დეტალები ცნობილია: ნოემბრის ტესტებისთვის სტადიონები და ბილეთის ფასები გაირკვა

სტატიის ავტორი
-