ერთა თასზე წარმატებული ბოჭვების რაოდენობით ორი ქართველი მორაგბე ლიდერებშია

დასრულდა შემოდგომის ერთა თასი, სადაც საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ბოლო, მე-8 ადგილი დაიკავა. “ბორჯღალოსნებმა” ტურნირი ფიჯისთან წაგებით, 24:38 დაასრულეს.

რვა ერის ოფიციალურმა გვერდმა საკმაოდ საინტერესო სტატისტიკა გამოაქვეყნა. წარმატებული ბოჭვების რაოდენობით საუკეთესო 3 მორაგბეს შორის 2 ქართველია.

ტურნირზე ყველაზე მეტი რაოდენობის ზუსტი ბოჭვა ბექა საღინაძემ შეასრულა – 59. შემდეგ მოდის ინგლისელი ბილი ვუნიპოლა – 57, ხოლო მესამე პოზიციაზე კვლავ “ბორჯღალოსანი”, მერაბ შარიქაძე გვხვდება – 53.

ერთა თასზე წარმატებული ბოჭვების რაოდენობით ორი ქართველი მორაგბე ლიდერებშია 1

ერთა თასზე წარმატებული ბოჭვების რაოდენობით ორი ქართველი მორაგბე ლიდერებშია

სტატიის ავტორი
-