კოტე მიქაუტაძემ უმძიმესი ტრავმა მიიღო და ბორჯღალოსნებს დიდი ხნის განმავლობაში გამოაკლდება

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული “მონპელიეს” მორაგბემ – კოტე მიქაუტაძემ უმძიმესი ტრავმა მიიღო.

28 წლის მეორეხაზელმა ტოპ 14-ის მატჩში “პოს” წინააღმდეგ აქილევსის მყესი დაიზიანა და 6 თვეს იუქმებს, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი “ბორჯღალოსნებს” მომავალ მატჩებში ვერ დაეხმარება. ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა კოტე ზაფხულს ტესტ-მატჩებზე თამაშს.

ამ ფაქტს უკვე გამოეხმაურა “მონპელიეს” ოფიციალური ტვიტერიც:

კოტე მიქაუტაძემ უმძიმესი ტრავმა მიიღო და ბორჯღალოსნებს დიდი ხნის განმავლობაში გამოაკლდება

სტატიის ავტორი
-