მილიონი დოლარი ბრძოლის სანაცვლოდ – ტაისონმა სონი ბილ უილიამსი გამოიწვია!

53 წლის ლეგენდარული მოკრივე – მაიკ ტაისონი, 2019 წლის სექტემბრიდან ვარჯიშს დაუბრუნდა და დიდებული ფორმა დაიბრუნა. როგორც ჩანს ვარჯიშის შემდეგ, მან ბრძოლაც მოინდომა და 1 მილიონის სანაცვლოდ, ახალი ზელანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ლეგენდარული მოთამაშე და ასევე მოკრივე – სონი ბილ უილიამსი გამოიწვია.

2015 წლამდე სონი ბილ უილიამსს 7 შეჯიბრზე აქვს მონაწილეობა მიღებული და შვიდივეში გამარჯვება მოიპოვა, თუმცა 2015 წლის შემდეგ მას სპარინგი არ ჰქონია.

ჯერჯერობით უცნობია ახალ ზელანდიელი ვარსკვლავის პასუხი, დათანხმდება თუ არა იგი ბრძოლას.

მილიონი დოლარი ბრძოლის სანაცვლოდ – ტაისონმა სონი ბილ უილიამსი გამოიწვია!

სტატიის ავტორი
-