მიხეილ გაჩეჩილაძე ჩელენჯ ქაფის ტურის სიმბოლურში მოხვდა

საქართველოს ნაკრების და “ენისეის” მორაგბე მიხეილ გაჩეჩილაძე, “ჩელენჯ ქაფის” ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

მიუხედავად იმისა, რომ რუსული კლუბი საკუთარ მოედანზე “ლა როშელთან” 21:82 განადგურდა, 27 წლის მესამეხაზელი კვირის საუკეთესო 15-ეულში მაინც მოხვდა. მან 25-ე წუთზე ლელოს დადებაც მოახერხა.

Live.ge გთავაზობთ “ჩელენჯ ქაფის” პირველი ტურის სიმბოლურ გუნდს.

მიხეილ გაჩეჩილაძე ჩელენჯ ქაფის ტურის სიმბოლურში მოხვდა 1

მიხეილ გაჩეჩილაძე ჩელენჯ ქაფის ტურის სიმბოლურში მოხვდა

სტატიის ავტორი
-