ოფიციალურად: რუსეთი სამხრეთ აფრიკულმა კლუბმა ჩაანაცვლა

2019 წლის რაგბის მსოფლიო თასის წინ, ბორჯღალოსნებს რუსეთის ნაკრებთან გასახურებელი მატჩი ჰქონდათ ჩანიშნული. 27 აგვისტოს, “მიხეილ მესხის” სტადიონზე გასამართი შეხვედრა, რომელშიც საქართველო რუსეთს უნდა დაპირისპირებოდა არ შედგება – რუსეთის მორაგბეთა ნაკრები თბილისში არ ჩამოვა.

რუსეთის ნაკრების ნაცვლად საქართველოში სამხრეთ აფრიკული კლუბი – “კინგსი” ითამაშებს. ასე რომ, ბორჯღალოსნები 27 აგვისტოს სამხრეთ აფრიკულ კლუბს დაუპირისპირდებიან, ხოლო 31 აგვისტოს კი “დინამო არენაზე” შოტლანდიის ნაკრების დავუხვდებით.

ოფიციალურად: რუსეთი სამხრეთ აფრიკულმა კლუბმა ჩაანაცვლა

სტატიის ავტორი
-