ოფიციალურად: U20 რაგბის მსოფლიო თასი გაუქმებულია

მსოფლიო რაგბის ოფიციალური განცხადებით U20 რაგბის მსოფლიო თასი გაუქმდა.

მსოფლიო თასს სტარტი 2020 წლის ზაფხულში უნდა აეღო, თუმცა როგორც ცნობილი ხდება ტურნირი ოფიციალურად გაუქმებულია.  მსოფლიო თასი იტალიის 3 ქალაქში: ვერონაში, კალვიზანოში და ვიადანაში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა მსოფლიო პანდემიისა და Covid 19-ის მძიმე სიტუაციის გამო, ამ პრესტიჟული ტურნირის ჩატარება ვეღარ ხერხდება.

საქართველოს ნაკრებს მსოფლიო თასზე B ჯგუფში უნდა ეასპარეზა, სადაც ჩვენი მეტოქეები: ავსტრალია, უელსი და ახალი ზელანდია უნდა ყოფილიყვნენ.

ოფიციალურად: U20 რაგბის მსოფლიო თასი გაუქმებულია 1

ოფიციალურად: U20 რაგბის მსოფლიო თასი გაუქმებულია

სტატიის ავტორი
-