ოუენ ფრენქსი ანტირეკორდის ზღვარზე

ახალ ზელანდიელ ბურჯს, რომელიც სულ მალე ცენტურიონი გახდება, შესაძლებელია ასევე ანტი რეკორდიც დაამყაროს. ისმ, შესაძლოა, გახდეს პირველი ცენტურიონი ლელოს გარეშე. ოუენს ეს ფაქტი საერთოდაც არ აღელვებს: ” ჩემთვის მთავარია მოედანზე ჩემი ძირითადი მოვალეობები შევასრულო. მართალია, მშვენიერი იქნებოდა თუნდაც ერთი ლელოს დადება, მაგრამ ეს ნამდვილად არაა ჩემი ღამის კოშმარი”. მას თანაგუნდელმა ბოდენ ბარეტმაც აუბა მხარი: ” ბურჯი ერთ-ერთი ურთულესი პოზიციაა რაგბში, თუ ყველაზე რთული არა და ოუენი ერთ-ერთი საუკეთესოა ამ პოზიციაზე. ის პროფესიონალიზმის მაგალითია, მისთვის მშერკინწებაში მყარად იდგეს, ვიდრე რეზულტატური შეტევა გააკეთოს”.

აქვე წარმოგიდგენთ ცენტურიონობის კანდფიდატებს, რომლებსაც ლელო არ აქვთ დადებული:

1.ოუენ ფრენკსი – ახალი ზელანდია(99 თამაში- 0 ლელო)

2.ჯეიმს სლიპერი- ავსტრალია( 87 თამაში -0 ლელო)

3.სალვატორე პერუჯინი- იტალია(86 თამაში -0 ლელო)

ოუენ ფრენქსი ანტირეკორდის ზღვარზე

სტატიის ავტორი
-