რაგბის მსოფლიო თასის ფინალი: შემადგენლობები და ურთიერთშეხვედრები

რაგბის მსოფლიო თასი გადამწყვეტ ფაზაში შევიდა, პარასკევს, 1 ნოემბერს ბრინჯაოს მედლისთვის ახალი ზელანდია და უელსი იბრძოლებენ, ხოლო შაბათს კი დიდ ფინალს ვიხილავთ, სადაც ერთმანეთს ინგლისისა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებები შეერკინებიან. მატჩი ქალაქ იოკოჰამაში, “იოკოჰამას საერთაშორისო” სტადიონზე გაიმართება, რომელსაც ფრანგი მსაჯი – ჟერომ გარსეზი განსჯის.

ურთიერთშეხვედრები: ნაკრებები ერთმანეთს საკმაოდ კარგად იცნობენ, მათ ერთმანეთის წინააღმდეგ 42-ჯერ უთამაშიათ, საიდანაც 15-ჯერ ინგლისის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა იმარჯვა, ხოლო 25-ჯერ კი სამხრეთ აფრიკელებმა. მატჩი 2-ჯერ ფრედ დასრულდა.

ბოლო ურთიერთშეხვედრა: ევროპელებისა და აფრიკელები ბოლო შეხვედრა 2018 წლის 3 ნოემბერს, “თვიქენჰემის” სტადიონზე გაიმართა, სადაც ძალიან დაძაბულ და თანაბარ ბრძოლაში ინგლისელებმა 12:11 იმარჯვეს.

იხილეთ ინგლისისა და სამხრეთ აფრიკის ბოლო ურთიერშეხვედრის მიმოხილვა:

რაგბის მსოფლიო თასის ფინალი: შემადგენლობები და ურთიერთშეხვედრები 1

 

ინგლისის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო თასის ფინალისთვის:

რაგბის მსოფლიო თასის ფინალი: შემადგენლობები და ურთიერთშეხვედრები 2

სამხრეთ აფრიკელთა შემადგენლობა მსოფლიო თასის ფინალისთვის

რაგბის მსოფლიო თასის ფინალი: შემადგენლობები და ურთიერთშეხვედრები 3

რაგბის მსოფლიო თასის ფინალი: შემადგენლობები და ურთიერთშეხვედრები

სტატიის ავტორი
-