7-კაცა | ევროპულ თამაშებზე მეტოქეები გაირკვა
საქართველოს 7-კაცა ევროპულ თამაშებზე B-ჯგუფში, ესპანეთის, ბელგიისა და ჩეხეთის წინააღმდეგ ითამაშებს. A-ჯგუფში ირლანდია, გერმანია, იტალია და პოლონეთი, ხოლო C-ჯგუფში დიდი ბრიტანეთი, პორტუგალია, ლიეტუვა და რუმინეთი მოხვდნენ. 7-კაცას ევროპული თამაშები პოლონეთის ქალაქ კრაკოვში 25-27 ივნისს გაიმართება. გამარჯვებული გუნდი 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების საგზურს მიიღებს, მეორე და მესამე გუნდი კი მიზნის მიღწევას საკონტინენტთაშორისო შესარჩევი ტურნირის მოგებით […]
7-ქალა | მეოთხე ადგილი ზაგრებში
საქართველოს 7-ქალამ რაგბი ევროპის ალაფის პირველი, ზაგრების ეტაპი მეოთხე ადგილზე დაასრულა და საკუთარი მიღწევა გაიმეორა. ჩვენმა გუნდმა ერთადერთხელ, 2014 წელს დაიკავა მეორე დივიზიონში მეოთხე ადგილი. სამწუხაროდ, ფნალური დღე გოგონებისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. თასის ნახევარფინალში ჯაბა მალაღურაძის შეგირდები მომავალ ჩემპიონ უკრაინასთან 0:21 ჩამორჩნენ. მეორე ტაიმში მანონი საღარაძემ და მარიამ გოგუაძემ ლელოებით ჩამორჩენა შეამცირეს, მაგრამ გარდასახვები არაზუსტი იყო, […]
7-ქალამ რაგბი ევროპის ზაგრების ეტაპი დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო
საქართველოს 7-ქალა მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ალაფის პირველი, ზაგრების ეტაპი დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო. საქართველო G-ჯგუფში უნგრეთის, ავსტრიისა და ბულგარეთის წინააღმდეგ ასპარეზობს. 16 ივნისს, ჩვენმა გოგონებმა პირველი თამაში ბულგარეთის წინააღმდეგ გამართეს და მეტოქე 43:7 დაამარცხეს. ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრა 18:50 საათზე ავსტრიასთან გაიმართება.
7-ქალა ზაგრებით იწყებს
საქართველოს 7-ქალა ხვალ რაგბი ევროპის ალაფის პირველ, ზაგრების ეტაპს იწყებს. გოგონები ხორვატიაში 14 ივნისს გაემგზავრნენ. ისინი წელს ქართული რაგბისთვის ისტორიული შედეგის მიღწევას და ჩემპიონატის საგზურის მოპოვებას ეცდებიან, ამისათვის კი ორი ეტაპის ჯამში პირველი-მეორე ადგილი უნდა დაიკავონ. საქართველო გ ჯგუფში უნგრეთის, ავსტრიისა და ბულგარეთის წინააღმდეგ ითამაშებს. ა ჯგუფში თურქეთი, დანია, მოლდოვა და უკრაინა, ხოლო ბ ჯგუფში […]
ბესიკ ხამაშურიძე – “კიდევ უფრო დიდი მიზნები გვაქვს”
„ალგარვეში ნაჩვენები შედეგით კმაყოფილი ვარ. ეს ქართული რაგბისთვის დიდი მიღწევაა, თუმცა წინ კიდევ უფრო დიდი მიზნები გვაქვს და ამისათვის ბევრი უნდა ვიშრომოთ. გვაქვს ამბიცია, რომ გავხდეთ პირველი ქართული გუნდი სათამაშო სახეობებში, რომელიც ზაფხულის ოლიმპიური თამაშების საგზურს მოიპოვებს“ – ამბობს საქართველოს 7-კაცას მთავარი მწვრთნელი, ვეტერანი ბორჯღალოსანი ბესი ხამაშურიძე, რომელსაც 7-კაცა თავადაც უთამაშია, თანაც უმაღლეს დონეზე – მსოფლიო […]
7-ქალას მიზანი – რაგბი ევროპის ჩემპიონატი!
„ვფიქრობ, ფსიქოლოგიურად, ფიზიკურად და ტაქტიკურად მზად ვართ იმისათვის, რომ წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის ვიბრძოლოთ. ეს ჩვენი საერთო მიზანია – როგორც მწვრთნელების, ასევე გოგონების“ – ამბობს საქართველოს 7-ქალას მთავარი მწვრთნელი ჯაბა მალაღურაძე. 7-ქალას ევროპის ჩემპიონატზე აქამდე არასდროს უთამაშია, ალაფაზე (მეორე დივიზიონი) კი საუკეთესო შედეგი მეოთხე ადგილია. წელს რაგბი ევროპის ალაფა ორ ეტაპად გაიმართება – 16-18 ივნისს […]
7-კაცას ისტორიული შედეგი ალგარვეში!
საქართველოს 7-კაცამ 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ეტაპი მეორე ადგილზე დაასრულა, რაც ქართული რაგბისთვის ისტორიული შედეგია. როგორ მოვედით აქამდე რაგბი ევროპის წინამორბედმა FIRA-AER-მა 7-კაცას პირველი ჩემპიონატი 2002 წელს ჩაატარა და საქართველომ პირველივე წელს ფინალში ითამაშა (14:24). 2011 წლამდე ჩემპიონატი განსხვავებული სისტემით ტარდებოდა. ევროპული გუნდები, სხვადასხვა ქვეყანაში შესარჩევ ტურნირებს თამაშობდნენ (თითო გუნდი მაქსიმუმ 2 ტურნირს), […]
7-კაცა რაგბი | საქართველო 10:19 ირლანდია | VIDEO
საქართველოს 7-კაცა რაგბის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა
7-კაცა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში, რომელსაც პორტუგალია მასპინძლობს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა საფრანგეთი 14:7 დაამარცხა და ფინალში გავიდა. გადამწყვეტ შეხვედრაში საქართველოს მეტოქე დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის წყვილში გაირკვევა. საქართველომ ჯგუფურ ეტაპზე, საიდანაც მესამე ადგილით გავიდა, რუმინეთს აჯობა, მეოთხედფინალში კი ესპანეთს 24:12 მოუგო. რაგბი ევროპის ჩემპიონატის გარდა, წელს 7-კაცას 2024 წლის პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ეტაპიც […]
გიგა მშვენიერაძე 7-კაცას ალაფაზე დაწინაურდა
ქართველი რეფერი გიგა მშვენიერაძე საერთაშორისო ასპარეზზე ერთი ნაბიჯით დაწინაურდა. შარშან ის რაგბი ევროპამ 7-კაცას კონფერენც დივიზიონის სამსაჯოდ მიიწვია. გიგამ ამოცანას თავი კარგად გაართვა და ფინალის მსაჯობაც ანდეს, წელს კი უფრო მაღალ დონეზე, ალაფაზე მიიწვიეს, რომელსაც 16-18 ივნისს ზაგრები (ხორვატია) უმასპინძლებს. „ამ დანიშვნამ ძალიან გამახარა. შარშან კონფერენც დივიზიონში ამოცანას კარგად გავართვი თავი და ვფიქრობ, ეს მიწვევა […]
სულხან ჩიხლაძე – ამსტერდამი, ალგარვე და კრაკოვი
ყველაზე სწრაფი ქართველი მსაჯისთვის სულხან ჩიხლაძისთვის ერთთვიანი საერთაშორისო ვოიაჟი დაიწყო. ივნისის ბოლომდე ის 7-კაცას ერთ მოსამზადებელ და ორ ოფიციალურ ტურნირს იმსაჯებს. ჩიხლაძე უკვე გაემგზავრა ნიდერლანდებში, სადაც 3-4 ივნისს ტრადიციული, ამსტერდამის მასშტაბური 7-კაცა ტურნირი იმართება. მასში მონაწილეობენ როგორც რაგბი ევროპის ჩემპიონატისა და ალაფის მონაწილე ნაკრებები, ასევე წვეული გუნდები სხვადასხვა ქვეყნებიდან. ისევე, როგორც დუბაის 7-კაცაზე, მსაჯებისთვის ამსტერდამშიც […]
7-ქალა | ელიტაში! – ჯერჯერობით მხოლოდ მსაჯით
ნინო ელოშვილი პირველი ქართველი ქალბატონია, რომლისთვისაც 7-ქალას რაგბი ევროპის ჩემპიონატის კარი გაიხსნა. ის ჩემპიონატის პირველ, ალგარვეს ეტაპზეა მიწვეული. 36 წლის რეფერი, რომელიც 8 წლის განმავლობაში იცავდა საქართველოს 7-ქალას სახელს, 2014 წელს მიზანთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა მაშინ გოგონებმა „ალაფაზე“ მე-4 ადგილი დაიკავეს და ევროპულ ელიტამდე ორი ნაბიჯი დააკლდათ. ჯერჯერობით ეს არის საუკეთესო შედეგი, რისთვისაც საქართველოს […]