სერხიო პარისე საქართველოს ნაკრებზე: “ექვს ერში თამაშს დამსახურება უნდა”

პარასკევს ღამით სტარტს აიღებს 2019 წლის 6 ერის გათამაშება, სადაც ტრადიციულად იტალიის ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას. იტალიელთა კაპიტანმა, სერხიო პარისემ ნაკრების ფოტოსესიის შემდეგ ერთ-ერთ იტალიურ გამოცემას ვრცელი ინტერვიუ მისცა, სხვა საკითხების გარდა მან საქართველოს ნაკრებზეც ისაუბრა. ჟურნალისტის კითხვას იმსახურებს თუ არა საქართველო 6 ერში თამაშს სერხიომ შემდეგი უპასუხა:

“საქართველო საკუთარ დონეზე ძალიან კარგად ასპარეზობს, მაგრამ ჩვენ ვაჩვენეთ რომ უკეთესები ვართ. ისტორია პატივისცემას საჭიროებს. “გამარჯობა ჩვენ იტალია ვართ, ხომ ვერ მოგვცემდით უფლებას რომ 6 ერში ვითამაშოთ?” – ჩვენ 6 ერში ამ ფრაზით არ მივუღივართ , ძლიერი გუნდები დავამარცხეთ და სწორედ ასე მივიღეთ უძლიერესთა შორის ასპარეზობის უფლება.”

ასევე იხილეთ: ბორჯღალოსნების გაფართოებული შემადგენლობა ერთა თასისთვის

სერხიო პარისე საქართველოს ნაკრებზე: “ექვს ერში თამაშს დამსახურება უნდა”

სტატიის ავტორი
-