საქართველო 8 ერში? – ბორჯღალოსნებმა შესაძლოა იაპონია შეცვალონ

BBC-ის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრები 8 ერის შემოდგომის გათამაშებაში იაპონიას ჩაანაცვლებს.

2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლები ჯგუფში შოტლანდიის, საფრანგეთის და იტალიის ნაკრებებთან ერთად იყვნენ, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო, მგზავრობით გამოწვეული შესაძლო საფრთხის თავიდან ასარიდებლად, ამომავალი მზის ქვეყანა ტურნირში მონაწილეობაზე უარს აცხადებს.

როგორც წამყვანი ბრიტანული გამოცემა იუწყება, “ალუბლებს” 8 ერის გათამაშებაში “ბორჯღალოსნები” ჩაანაცვლებენ, ამ შემთხვევაში საქართველოს პირველი მეტოქე 24 ოქტომბერს, შოტლანდიის ნაკრები იქნება.

საქართველო 8 ერში? – ბორჯღალოსნებმა შესაძლოა იაპონია შეცვალონ

სტატიის ავტორი
-