საქართველოს ნაკრების გულშემატკივარი ედინბურგში ველოსიპედით ჩავიდა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების გულშემატკივარი და მოგზაური – სანდრო დათიშვილი, დღევანდელი მატჩისთვის (შოტლანდია – საქართველო) თბილისიდან ედინბურგში ველოსიპედით ჩავიდა.

25 წლის სანდრო დათიშვილმა ედინბურგისკენ გეზი 20 ივნისს აიღო და  4 სექტემბერს ჩავიდა.

მან სოციალურ ქსელში ფოტო შემდეგი წარწერით გამოაქვეყნა: “არის თუ არა ეს ედინბურგი??!”

შეგახსენებთ, რომ შოტლანდია – საქართველოს მატჩი დღეს, თბილისის დროით 22:30 საათზე აიღებს სტარტს.

საქართველოს ნაკრების გულშემატკივარი ედინბურგში ველოსიპედით ჩავიდა

სტატიის ავტორი
-