საქართველოს ნაკრებს ოთია გიორგაძე გამოაკლდა

საფრანგეთში სადისციპლინო კომიტეტმა დღეს ოთია გიორგაძის საკითხი განიხილა და ხუთი კვირით დასაჯა. ქართველი მორკინალი საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონის PRO D2-ის  მე-17 ტურში, მსაჯმა სახიფათო თამაშისთვის წითელი ბარათით დასაჯა.

გიორგაძემ მატჩი „ბრივის“ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მეხუთე წუთზე „ბიარიცს“ ლელოც დაუდო, მაგრამ მატჩის მე-14 წუთზე კონტაქტისას მეტოქისთვის იდაყვის ჩარტყმის გამო მოედნიდან გააძევეს. საბოლოო ჯამში, „ბრივმა“ 36:26 მოიგო.

ოთიას თამაში 25 თებერვლამდე აუკრძალეს და საქართველოს ნაკრებს ერთა თასის პირველ ორ შეხვედრაში ვერ დაეხმარება.

 

საქართველოს ნაკრებს ოთია გიორგაძე გამოაკლდა

სტატიის ავტორი
-