სუპერ რაგბიში მონაწილე  23 წლის მორაგბე გარდაიცვალა

ახალ ზელანდიური “ბლუზის” ერთ-ერთი ბურჯი 23 წლის სამოელი მორაგბე მაიკ ტამოაიეტა გარდაიცვალა. მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა მისი ოჯახის წევრები, გუნდელები და გუნდის ხელმძღვნალები ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ მაიკი სრულიად ჯანმრთელი იყო.

კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა – მიშელ რედმანმა ამ ფაქტთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ კლუბი ამ ამბავით შეშფოთებულია და  ღრმა მწუხარებას გამოთქვამს. “მაიკი იყო ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და დიდი ტალანტი სუპერ რაგბიში. ჩვენ ამ ფაქტით შეშფოთებულები ვართ და ვუზიარებთ მაიკის ოჯახს.”

მაიკ ტამოაიეტს სამოას U20 ნაკრებში 5 მატჩი აქვს ჩატარებული, ხოლო სუპერ რაგბიში “ბლუზის” კვართის მორგვება 10-ჯერ მოახერხა.

 

სუპერ რაგბიში მონაწილე 23 წლის მორაგბე გარდაიცვალა

სტატიის ავტორი
-