უელსელთა კაპიტნის ღირსეული საქციელი (ფოტო)

ექვსი ერის გათამაშების ბოლო ტურში უელსის ნაკრებმა შინ ირლანდია 25:7 დაამარცხა და ტურნირი დიდი სლემით მოიგო. უელსელთა გულშემატკივარი მათი კაპიტნის ალუნ ვინ ჯონსის ღირსეული საქციელის შესახებ წერს: “შესაძლოა ვერ შეამჩნიეთ მაგრამ გახურებისას და ჰიმნებისას ალუნ ვინ ჯონსმა შეამჩნია რომ მისი 7 წლის თილისმა (სტადიონზე გამცილებელი) სიცივისა და წვიმისგან კანკალებდა. ჯონსი მივიდა და მას თავისი სავარჯიშო ზედა ჩააცვა. ზედმეტად ბებერი ხომ არ ვარ 54 წლის ასაკში რომ გმირები მყავდეს?”

უელსელთა კაპიტნის ღირსეული საქციელი (ფოტო)

სტატიის ავტორი
-