ვალ რაფავა-რუსკინი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ინგლისის ნაკრებში გამოიძახეს

30 წლის წარმოშობით ქართველი მორაგბე – ვალ რაფავა-რუსკინი, 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის, ინგლისის ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვდა.

https://twitter.com/SkySportsNews/status/1668169011190812673

“გლოსტერის” წლის საუკეთესო მორაგბე ინგლისის ეროვნულ ნაკრებში აქამდეც ვარჯიშობდა, თუმცა მას ოფიციალურ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს – სტივ ბორთვიკს, ეროვნულ ნაკრებში ჯერ არ გამოუძახებია ის მორაგბეები, რომლებიც TOP 14-ისა და ინგლისის პრემიერშიფის პლეი-ოფებს თამაშობენ.

რაფავა-რუსკინს 2011 წელს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში აქვს ნათამაშები.

ინგლისის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა

ვალ რაფავა-რუსკინი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ინგლისის ნაკრებში გამოიძახეს

სტატიის ავტორი
-