World Rugby: “რაგბის გასახდელ ოთახებს ეს ყველაფერი ნანახი აქვს”

მსოფლიო რაგბი (World Rugby) სოციალურ ქსელში 4 ფოტოს აქვეყნებს, სადაც საქართველოს, ახალი ზელანდიის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მორაგბეთა ნაკრებები გასახდელში ბედნიერები არიან და დიდ გამარჯვებას ზეიმობენ.

ფოტოს წარწერა კი შემდეგნაირია: “რაგბის გასახდელ ოთახებს ეს ყველაფერი ნანახი აქვს…

ნამდვილად სასიხარულოა, როდესაც ამ 3 უდიდეს ნაკრებთან ერთად ფოტოზე საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ფოტო მოხვდა.

საქართველოს ნაკრების წევრებმა ეს ფოტო კარდიფში, უელსის ნაკრებთან ისტორიული გამარჯვების შემდეგ გადაიღეს.

World Rugby: “რაგბის გასახდელ ოთახებს ეს ყველაფერი ნანახი აქვს”

სტატიის ავტორი
-