სიხარული, სიამაყე, ზეიმი – 40!
მაისი 13, 2020
648
“წარმომიდგენია რა ხდება თბილისში საქართველოს დედაქალაქში ზეიმია, მთელი ქვეყანა ზეიმობს”,-ფენომენალური კოტე მახარაძის ლეგენდარული სიტყვები და ისტორიული გამარჯვება. გამარჯვება, რომელიც არ ყოფილა მხოლოდ სპორტული წარმატება, ეს უფრო ქართველი ერის გამარჯვება იყო. როგორც ხშირად ამბობენ, “დინამო თბილისი” საბჭოთა კავშირში ქართველობის სიმბოლო და დიდ იმპერიაში იდენტობის ელჩი გახლდათ, 1981 წლის 13 მაისი კი მივიწყებული ერთიანობის, საქართველოს გამოღვიძების დღე… […]