7 მაისს, კატარის დედაქალაქ დოჰაში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატმა აიღო სტარტი, სადაც საქართველოს ნაკრები 12 სპორტსმენით მონაწილეობს. 10 მაისს, მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხე საშეჯიბრო დღეს ტატამზე მამაკაცებიდან 81 კგ, ქალებიდან კი 63 კგ წონითი კატეგორიები ასპარეზობდნენ, შესაბამისად საქართველოს დროშის ქვეშ – მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა – ტატო გრიგალაშვილმა იასპარეზა. ტატომ 2022 წლის მსგავსად წელსაც ბრწყინვალედ იასპარეზა და ოქროს მედალს დაეუფლა. […]