“არსენალის” მეკარე აარონ რამსდეილი, გარდა მისი ოსტატობისა, ცნობილია იმით, რომ მოწინააღმდეგის წყობიდან გამოყვანა ადვილად შეუძლია. ინგლისელი კი, ამ “უნარს” თერთმეტმეტრიანი დარტყმის დროსაც კარგად იყენებს. ერთ-ერთ პოდკასტში საუბრისას 24 წლის კარის დარაჯმა თქვა, რომ მოწინააღმდეგეს სულელურ შეკითხვას უსვამს, რომელიც მას ყურადღებას უფანტავს. ” ერთხელ “აკრინგტონის” თავდამსხმელს ვკითხე, თუ რას მიირთმევდა ჩაისთან ერთად. პენალტის დასარტყმელად ემზადებოდა და […]