საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა – დიდიე დეშამმა დაადასტურა, რომ ნაკრების შემტევს – კინგსლი კომანს აქლემის ვირუსი დაუდგინდა. დეშამმა ასევე აღნიშნა, რომ კომანი მესამე ფეხბურთელია დაიო უპამეკანოსა და ადრიან რაბიოს შემდეგ, რომელსაც ეს ვირუსი მუნდიალის მიმდინარეობისას გამოუვლინდა. მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში მაროკოს ზღაპრული თავგადასავალი საფრანგეთის ნაკრებმა დაასრულა. ფრანგებმა ნახევარფინალში აფრიკელები 2:0 დაამარცხეს და ფინალის საგზური მოიპოვეს. რაბიო […]