რაიოლა – ბალოტელი შესაძლოა მონცას წარმატების შემოქმედი გახდეს
არაერთ სკანდალში გახვეული მარიო ბალოტელი, საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში მორიგი ეპატაჟური გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მოექცა – ვეტერანმა იტალიელმა შემტევმა, სერია ბ-ს ბინადარი “მონცას” მაისური მოირგო. სკეპტიკოსების კრიტიკის მიუხედავად, მინო რაიოლა მიიჩნევს, რომ მარიო ბალოტელი შესაძლოა “მონცას” წარმატების მთავარი შემოქმედი გახდეს და ლომბარდიულ კლუბს ელიტაში აღზევებაში დაეხმაროს. “მონცას” სათავეში “მილანის” ყოფილი მმართველი ადრიანო გალიანი უდგას და […]
ბერლუსკონი და გალიანი სერია C-ს კლუბს ყიდულობენ
იტალიური მედიის თანახმად, “მილანის” ყოფილი პრეზიდენტი, სილვიო ბერლუსკონი, სერია C-ს კლუბ “მონცას” 95%-იან პაკეტს ყიდულობს. Football Italia-ს ცნობით, ბერლუსკონისთან ერთად კლუბის მფლობელი მილანის ყოფილი გენერალური დირექტორი, ადრიანო გალიანიც იქნება. ცნობილია, რომ გალიანის დაბადების ადგილი სწორედ მონცაა – პატარა ქალაქი ლომბარდიის რეგიონში, ხოლო ბერლუსკონი კი ახლოს მდებარე ქალაქ არკორეში ცხოვრობს. იტალიური მედია ბერლუსკონისა და გალიანის “მონცათი” […]