რაბიო კეინის პენალტზე: ,,სამართლიანობამ გაიმარჯვა”
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, ადრიენ რაბიომ, ინგლისთან მოგებულ მატჩში კეინის გაფუჭებულ თერთმეტმეტრიანზე ისაუბრა: ,,დარწმუნებული არ ვარ, რომ იქ საერთოდ ჯარიმა იყო. მსგავსი რამ ასჯერ გვინახავს, მაგრამ თამაშის წესების დარღვევა არ დაფიქსირებულა. რა თქმა უნდა, როცა კეინმა პენალტი გააფუჭა ძალიან გაგვიხარდა. სამართლიანობამ გაიმარჯვა, რადგან ჯარიმა არ ყოფილა. თუმცა ხანდახან იღბალი გჭირდება, რაც ამ მატჩში ჩვენკენ იყო. […]
მუნდიალი 2022 | რაბიო: “მეოთხედფინალში ფავორიტები არ ვართ”
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში, საფრანგეთის ნაკრებმა პოლონეთს – 3:1 სძლია და 1/4-ფინალური ეტაპის საგზური ზედიზედ მესამე მუნდიალზე მოიპოვა. მატჩის დასრულების შემდეგ, “მამლების” ნახევარმცველმა, ადრიენ რაბიომ, შემდეგ ეტაპზე გასამართი შეხვედრის შესახებ ისაუბრა. “შემდეგ შეხვედრაში არანაირი უპირატესობა არ გვაქვს და ფავორიტები არ ვართ. არ აქვს მნიშვნელობა თუ ვის წინააღმდეგ ვთამაშობთ, კონცენტრირება საკუთარ თავზე უნდა მოვახდინოთ […]
რონალდუზე, ბენზემაზე და სხვა სუპერვარსკვლავებზე წინ – ვის უსწრებს კვარაცხელია სატრანსფერო ფასით?
2022 წლის 27 სექტემბერს წამყვანმა საფეხბურთო სტატისტიკის და სატრანსფერო მონაცემების მწარმოებელმა კომპანია Transfermarkt-მა საქართველოს ნაკრების და იტალიური “ნაპოლის” ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას ფასი განაახლა და იგი 20 მილიონით გაზარდა. შედეგად, 21 წლის ტალანტის სატრანსფერო ღირებულება ამ მომენტისთვის 35 მილიონ ევროს შეადგენს, რაც ყველა დროის ქართული რეკორდია. საინტერესოა, რომ ამ ზრდის შემდეგ, კვარაცხელიამ არაერთ სუპერვარსკვლავს გაასწრო და უკან […]
ადრიენ რაბიო მანჩესტერ იუნაიტედს უახლოვდება
გავრცელებული ინფორმაციით, ადრიენ რაბიო “მანჩესტერში” იმ შემთხვევაში გადავა, თუ ინგლისელები წელიწადში 10 მილიონს გადაუხდიან, რაც კვირაში 200 000 ევროს უდრის. Gazzetta dello Sport-ის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ფრანგ ფეხბურთელს გუნდთან სამწლიანი კონტრაქტის გაფორმება სურს. ვიდრე რაბიო “იუვენტუსს” შეუერთდებოდა, ის “პარი სენ-ჟერმენში” ირიცხებოდა, სადაც წელიწადში 7 მილიონ ევროს გამოიმუშავებდა. ადრიენი “წითელი ეშმაკების” ნახევარდაცვის მამოძრავებელ ძალად განიხილება. პრემიერ […]
მანჩესტერ იუნაიტედმა იუვენტუსთან რაბიოს ტრანსფერი შეათანხმა
,,მანჩესტერ იუნაიტედი” და ტურინის ,,იუვენტუსი” ადრიენ რაბიოს ტრანსფერზე შეთანხმდნენ, ახლა კი ,,წითელი ეშმაკები” მოლაპარაკებებს უშუალოდ ფეხბურთელთან მართავენ. Manchester Evening News-ის ცნობით, მანჩესტერელები ნახევარმცველში 15 მილიონ ფუნტს გადაიხდიან, რასაც ბონუსების სახით, შესაძლოა, 5 მილიონი დაემატოს. როგორც ფაბრიციო რომანო წერს, ამ მომენტისთვის ტრანსფერის ხელისშემშლელი ფაქტორი ფრანგის დედაა, რომელიც ფეხბურთელის აგენტიცაა. რაბიოს ,,იუვენტუსთან” კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. […]
რა მოხდა საფრანგეთის ნაკრების შიდა სამზარეულოში შვეიცარიასთან მარცხის შემდეგ?
ფრანგული ფეხბურთი შოკისმომგვრელ სიტუაციაში აღმოჩნდა. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები და ევრო 2020-ის მთავარ ფავორიტად აღიარებული ნაკრები ტურნირის მოულოდნელად, შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ პენალტების სერიაში მარცხის (3:3, 4:5 პ.) შედეგად დაემშვიდობა. როგორც ევროპულ მედიაში ირკვევა, ამ შოკისმომგვრელი მარცხის შემდეგ, საფრანგეთის ნაკრების შიდა სამზარეულოში დიდი აურზაური დატრიალდა. ირკვევა, რომ ფეხბურთელები და მათი ოჯახის წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და სიტყვიერი და […]
საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და ტურინის ,,იუვენტუსის” ნახევარმცველს, ადრიენ რაბიოს, შაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტებმა ჰკითხეს – ესაუბრა თუ არა კრიშტიანუ რონალდუს ესპანეთთან მატჩის შემდეგ: ,,ჩვენ მატჩის შემდეგ არ გვისაუბრია, შეხვედრამდე კი მცირე დიალოგი გვქონდა. მან მითხრა, რომ საფრანგეთს ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს, რადგან ,,იუვენტუსის” გასახდელში ჩვენს ნაკრებზე ხშირად საუბრობენ. თუმცა, ისიც მითხრა, რომ პორტუგალიასთან ფრთხილად უნდა […]
დრამატული ფინიში – რაბიომ იუვენტუსი ისევ დააწინაურა (ვიდეო)
სარი არ ნებდება – იუვენტუსის 3 ვარსკვლავი ჟორჟინიოს სანაცვლოდ
მაურისიო სარის რჩეული ფეხბურთელის სანაცვლოდ, “იუვენტუსი” შესაძლოა სამ ვარსკვლავს შეელიოს. გავრცელებული ინფორმაციით, “ბიანკონერის” მთავარ მწვრთნელს ჟორჟინიოს ტრანსფერი სურს, რომლის გასაფორმებლად მზადაა დუგლას კოშტა, ადრიენ რაბიო და ფედერიკო ბერნანდესკი დათმოს. “ნაპოლის” მაისურით ასპარეზობის დროს, ჟორჟინიოს მაურისიო სარი წვრთნიდა. იტალიელმა სპეციალისტმა ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავების შემდეგ, ერთ-ერთი პირველი სწორედ ჟორჟინიო შეიძინა. სარის რჩეული ფეხბურთელის ხილვა […]
ადრიენ რაბიო: “იუვენტუსში გადასვლაში ბუფონმა დამარწმუნა”
ადრიენ რაბიოს მტკიცებით, ჯიჯი ბუფონმა და კრიშტიანუ რონალდუს გვერდით თამაშის შესაძლებლობამ “იუვენტუსში” გადასვლაში დაარწმუნა. ადრიენ რაბიო “ბიანკონერის” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. განხორციელებულ ტრანსფერთან დაკავშირებით, რაბიომ საინტერესო კომენტარი გააკეთა: “ტურინულ გრანდთან გასულ წლებშიც მქონდა კონტაქტი, თუმცა მაშინ სულ სხვა დრო იყო. “იუვენტუსში” გადასასვლელად შესაფერისი დრო შევარჩიე – ამიტომაც დავთანხმდი ახლა წინადადებას. გასულ სეზონში ჯიჯის აქტიურად ვესაუბრებოდი […]
რაბიო იუვენტუსში გადადის
BBC-ის ინფორმაციით, ადრიენ რაბიო ტურინში იმყოფება და მომდევნო 24 საათის განმავლობაში, გუნდთან კონტრაქტს გააფორმებს. 24 წლის ფეხბურთელს პარი სენ-ჟერმენთან კონტრაქტი 30 ივნისამდე აკავშირებდა. ცნობილია რომ მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება თავად ტომაშ ტუხელმა არ ისურვა. მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე, “იუვენტუსმა” უკვე მეორე ფეხბურთელი დაიმატა თავისუფალი აგენტის სტატუსით: “არსენალში” 11-წლიანი კარიერის დასრულების შემედგ, “ბებერი ქალბატონის” რიგებს აარონ რემსი შეუერთდა. […]
ადრიენ რაბიო ტურინში სამედიცინო შემოწმებას გაივლის
როგორც იტალიური პრესა იუწყება, ხვალ ადრიენ რაბიოს სატრანსფერო საგას ბოლო მოეღება და ფრანგი ტურინში სამედიცინო შემოწმებას გაივლის. რაბიო იტალიაში დღეს ჩაფრინდა. 24 წლის ნახევარმცველს “პსჟ-ში” მიმდინარე წელს არ უთამაშია, მიუხედავად იმისა რომ მთავარი მწვრთნელი ტომას ტუხელი ამას უარყოფდა, ყველასთვის კარგად იყო ცნობილი, რომ უთამაშებლობის მიზეზი გუნდის ხელმძღვანელობასთან შექმნილი პრობლემები იყო, კერძოდ, რაბიოს კონტრაქტის გახანგრძლივება და […]