საქართველოს ნაკრებისა და ნიქოზიის “აპოელის” თავდამსხმელმა, გიორგი ქვილითაიამ კვიპროსის ჩემპიონატის მეხუთე ტურის შეხვედრაში “აელ ლიმასოლთან” ფრედ – 0:0 დასრულებული მატჩის შემდეგ, ადგილობრივ მედიასთან მისი სათამაშო ფორმის შესახებ ისაუბრა. “იმედგაცრუებული ვარ როგორც ინდივიდუალურად ჩემი, ისე გუნდის თამაშით და შედეგით. ტრავმის შემდეგ ვცდილობ დავბრუნდე. ეს არ არის ის, რაც ჩვენ გვსურს. მიზნის მისაღწევად ჩვენ უკეთ უნდა ვიმოქმედოთ და საშინაო […]