არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, სერხიო აგუერო, ,,მანჩესტერ იუნაიტედის” ახალგაზრდული გუნდის შემტევის, ალეხანდრო გარნაჩოს ინსტაგრამ-პოსტს გამოეხმაურა. ,,ნორვიჩთან” მატჩში გაფორმებული ჰეთთრიკის შემდეგ, ,,წითელი ეშმაკების” ვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ, გარნაჩოს ბურთი აჩუქა, რისი ამსახველი ფოტოც 17 წლის ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და დაწერა – ,,ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი.” გარნაჩოს სურათზე მალევე აგუერომ დააკომენტარა – ,,საუკეთესოსთან ჯერ არ გითამაშია […]