L’Equipe – პარი სენ-ჟერმენში წმენდა იწყება
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, პარიზულ გრანდს რამდენიმე ვარსკვლავი დატოვებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, გავლენიანი ფრანგული გამოცემა L’Equipe ავრცელებს. L’Equipe-ს მტკიცებით, “პარი სენ-ჟერმენის” მესვეურებს, იანვარში ტრანსფერების შედეგად €100 მილიონის მიღება სურთ. მაურო იკარდი გუნდიდან წასვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. საფრანგეთის ლიგა 1-ის გრანდმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს აქტიური კამპანია აწარმოა. პარიზელთა რიგები ისეთმა ვარსკვლავებმა შეავსეს, როგორიცაა: ლეო მესი, […]
ლუკაკუ, ჰაკიმი, პერიშიჩი | ინტერის ვარსკვლავების სკანდალური წვეულება
რომელუ ლუკაკუ და “ინტერის” ვარსკვლავები მილანის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში წვეულებას მართავდნენ. “ნერაძურის” ფეხბურთელების გართობა, სასტუმროში სამართალდამცავების გამოცხადებითა და წვეულების ნაადრევად შეწყვეტით დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, სკანდალში გახვეული “ინტერის” ვარსკვლავები დაისჯებიან. რომელუ ლუკაკუ 28-ე დაბადების დღეს თანაგუნდელებთან და მეგობრებთან ერთად აღნიშნავდა და იტალიაში მოქმედი კოვიდ რეგულაციები დაარღვია. იტალიაში მოქმედი პროტოკოლის თანახმად, საღამოს 10 საათიდან – დილის […]
რეალის ამომავალი ვარსკვლავი კონტეს სატრანსფერო რადარზე აღმოჩნდა
“რეალის” ამომავალი ვარსკვლავი – აჰრაფ ჰაკიმი ანტონიო კონტეს სატრანსფერო რადარზე აღმოჩნდა. იტალიური მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, “ინტერი” ჰაკიმის ტრანსფერის განხორციელების ზღვარზეა. 21 წლის ჰაკიმის სანაცვლოდ, “ნერაძური” £35.8 მილიონის გადახდას გეგმავს. მოროკოელი ფეხბურთელი “რეალის” აკადემიის აღზრდილია. ჰაკიმიმ “ბლანკოსის” მაისური 17 შეხვედრაში მოირგო, რის შემდეგაც მისი მადრიდული კარიერა არც ისე სახარბიელოდ განვითარდა. უკანასკნელი 2 სეზონის განმავლობაში […]