უეფას ახალგაზრდული ლიგის 2019/20 წლების სეზონის ფინალისტები ცნობილია. ტურნირის არსებობის ისტორიაში პირველად, გადამწყვეტ მატჩში თამაშის უფლება მოიპოვა მადრიდის “რეალმა”, რომელმაც ნახევარფინალში “ზალცბურგის” ბარიერი დაძლია – ბლანკოსებმა ავსტრიელებს – 2:1 მოუგეს. “სამეფო კლუბის” მეტოქე ფინალში ლისაბონის “ბენფიკა” იქნება, რომელმაც თავისმხრივ, წინა ეტაპზე ასპარეზობას ამსტერდამის “აიაქსი” გამოთიშა. საინტერესოა, რომ ესპანური გუნდის მთავარი მწვრთნელი ამ კლუბის ლეგენდა რაულ […]