12 სექტემბრიდან ტოკიოში აკი ბაშო აიღებს სტარტს, რომელიც ტრადიციულად 15 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ტურნირზე სუმოს ფაქტობრივად ყველა ვარსკვლავს უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა ამჟამინდელი მდგომარეობით მოცემულობა შეიცვალა. საქმე იმაშია, რომ მიაგინოს ჰეიაში Covid-19-ის შემთხვევა დაფიქსირდა, რის გამოც რეგულაციებიდან გამომდინარე ამ სკოლის მებრძოლები აკი ბაშოზე მონაწილეობას ვეღარ შეძლებენ. სამწუხაროდ, ლეგენდარული იოკოძუნა ჰაკუჰო სწორედ მიაგინო ჰეიას წარმომადგენელია და […]