საქართველოს ნაკრებმა აკროპოლისის თასი სამივე შეხვედრაში მარცხით დაასრულა
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ოფიციალური უმნიშვნელოვანესი შეხვედრებისთვის მოსამზადბელ პერიოდში მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა და პოლონეთის ეროვნულ გუნდთან 76:87 დამარცხდა. პირველ მეოთხედში ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა 23:22 იმარჯვა, მეორე 10-წუთეულში კი ფრედ 18:18 ითამაშა. გარდამტეხი მესამე პერიოდი გამოდგა, რომელშიც მეტოქემ 27:18 იმარჯვა, ბოლო მეოთხედი კი პოლონელებმა 3-ქულიანი უპირატესობით – 20:17 იმარჯვეს. საქართველოს ნაკრებმა საბოლოო ჯამში, აკროპოლისის თასზე […]
საქართველოს ნაკრები საბერძნეთის წინააღმდეგ დამარცხდა
საბერძნეთის დედაქალაქ ათენში მიმდინარეობს ოთხთა ტურნირი “აკროპოლისის თასი”, სადაც მონაწილეობას იღებენ საქართველო, თურქეთი, პოლონეთი და საბერძნეთი. დღეს ჩვენი ნაკრები მასპინძელი საბერძნეთის წინააღმდეგ ასპარეზობდა და აღნიშნული შეხვედრა 80:67 დათმო. ეს ამ ტურნირზე ჩვენი გუნდისთვის მეორე მარცხია. პირველი შეხვედრა თურქეთის წინააღმდეგ 88:101 წავაგეთ. როგორც პირველ შეხვედრაში, ასევე დღესაც საქართველოს ნაკრები საწყის წუთებში კარგად გამოიყურებოდა და გარკვეულ ეპიზოდებში […]
საქართველოს ნაკრებთან საბერძნეთს დიდი მხარდაჭერა ექნება
დღეს, თბილისის დროით 22:00 საათზე ათენში, “აკროპოლისის თასზე” საქართველო მასპინძელ საბერძნეთს დაუპირისპირდება. მასპინძელმა საბერძნეთის ნაკრებმა აკროპოლისის თასი პოლონეთის წინააღმდეგ მარტივი გამარჯვებით დაიწყო. ბერძნებმა პოლონელები 23 ქულიანი სხვაობით, 101-78 დაამარცხეს. პოლონეთის წინააღმდეგ, რომელიც საბერძნეთისთვის ძლიერ მეტოქეს არ წარმოადგენს, მატჩს მაყურებლის დიდი რაოდენობა დაესწრო. მიუხედავად იმისა, რომ დარბაზი ბოლომდე არ იყო სავსე გულშემატკივარმა არაჩვეულებრივი ატმოსფერო შექმნა. იგივე […]
საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის ემზადება
ათენში “აკროპოლისის თასი” მიმდინარეობს, სადაც საქართველოს ნაკრებიც იღებს მონაწილეობას. ჩვენმა გუნდმა პირველი შეხვედრა გუშინ გამართა და თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ 88:101 დამარცხდა. დღეს საქართველოს ნაკრების მოწინააღმდეგე მასპინძელი საბერძნეთი იქნება. შეხვედრა თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება. ტურნირის ფავორიტთან მატჩს, რომელმაც პოლონეთს გუშინ 23 ქულით მოუგო, საქართველოს ნაკრები დანაკლისით ხვდება. ჩვენს გუნდს ვერ დაეხმარება კახა ჯინჭარაძე, რომელსაც თურქეთთან […]
საბერძნეთმა პოლონეთი გაანადგურა – იანისმა კვლავ იფრინა | მიმოხილვა
საბერძნეთში აკროპოლისის თასი იმართება, სადაც მასპინძლის გარდა, თურქეთის პოლონეთისა და საქართველოს ნაკრებებიც იღებენ მონაწილეობას. მასპინძელმა საბერძნეთის ნაკრებმა აკროპოლისის თასი პოლონეთის წინააღმდეგ მარტივი გამარჯვებით დაიწყო. ბერძნებმა პოლონელები 23 ქულიანი სხვაობით, 101-78 დაამარცხეს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მასპინძელთა რიგებში ითამაშა NBA-ს ვარსკვლავმა – იანის ანტეტოკუნმპომ. მასპინძლებმა თამაში 18-2 გაქცევით დაიწყეს და პირველი მეოთხედი 17-ქულიანი სხვაობით, 27-10 მოიგეს. […]
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები თურქეთთან დამარცხდა
საბერძნეთში აკროპოლისის თასი იმართება, სადაც მასპინძლის გარდა, თურქეთის პოლონეთისა და საქართველოს ნაკრებებიც იღებენ მონაწილეობას. პირველი შეხვედრა საქართველოსა და თურქეთს შორის გაიმართა, სადაც მოწინააღმდეგეებმა 88:101 დაგვამარცხეს. აღნიშნული შეხვედრა ჩვენთვის კარგად დაიწყო და სათამაშო უპირატესობასაც ვფლობდით. თუმცა, თურქებმა მაინც მოახრხეს მატჩში დაბრუნება და წინ გაიჭრნენ. აღსანიშნავია, რომ საქართველომ პერიმეტრიდან საკმაოდ ბევრი ბურთი მიიღო საკუთარ ფარში. თურქების შედეგიანობის […]