პაულო დიბალა სერია A-ს 2019/20 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. გათამაშების დასრულების შემდეგ, სხვადასხვა ნომინაციებში საუკეთესოები გამოავლინეს, იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება კი არგენტინელ ვარსკვლავს ერგო. “ბებერი ქალბატონის” 26 წლის შემტევმა ნომინაციაში საკუთარი თანაგუნდელი კრიშტიანუ რონალდუ დაამარცხა. დიბალამ თავისთვის ზედიზედ მეხუთე სკუდეტოს მოგებაში წვლილი 11 გოლით და 11 საგოლე გადაცემით შეიტანა. Performance decisive per distinguersi […]