21 ივლისს, უეფას ევროპის კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებში, უეფას გადაწყვეტილებით ქართველი მსაჯებიც იმუშავებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს. სტამბოლში, ადგილობრივი „ბასაკშეჰირის“ და ნეთანიის „მაკაბის“ მატჩის მთავარი არბიტრი ირაკლი კვირიკაშვილი იქნება. მას ასისტენტობას გიორგი ელიკაშვილი და დავით ახვლედიანი გაუწევენ. მეოთხე მსაჯი ალეკო აფციაური იქნება. შეხვედრა თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება. პოლონური „რაკუვისა“ […]