საბურთალომ უკრაინელი ლეგიონერი დაიმატა
თებერვალი 19, 2020
40
საქართველოს თასის მოქმედმა გამარჯვებულმა “საბურთალომ” კიდევ ერთი ლეგიონერი დაიმატა. თბილისურმა კლუბმა 20 წლის უკრაინელი ნახევარმცველი ოლექსანდრ ბელიაევი დამატა. მხარეებს შორის კონტრაქტი 19 თებერვალს გაფორმდა. ხელშეკრულება ძალაში 2 წლის ვადით შევიდა. ბელიაევი “დნიპროს” აკადემიის აღზრდილია. უკრაინელი ფეხბურთელი “საბურთალოს” ესპანურ შეკრებაზე შეუერთდა, სადაც “ზენიტისა” და “ალკოიანოს” წინააღმდეგ ითამაშა. ესპანელებთან მატჩში საგოლე გადაცემაც მიითვალა.