ბელარუსული მედიის მიერ ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა – მათი საფეხბურთო ნაკრები საქართველოში გამოკვეთილი ლიდერის, სტანისლავ დრაგუნის გარეშე ჩამოვა. ბელარუსები თავდაპირველად წერდნენ, რომ ნაკრებში 11 გოლის გამტან ფეხბურთელს კორონავირუსი ჰქონდა, თუმცა ბორისოვის “ბატეს” Instagram-ის გვერდზე გავრცელდა ფოტო, სადაც ის გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს. sports.trybuna.by-ს ცნობით, სტანისლავ დრაგუნის ეროვნულ გუნდში ვერ მოხვედრის რეალური მიზეზი მისი პოლიტიკური შეხედულებები და […]