UFC LONDON | ილია თოფურიას მეტოქე ცნობილია
ილია თოფურია ოქტაგონს ახალ წონით კატეგორიაში უბრუნდება. სხვადასხვა წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, UFC LONDON-ის ივენთზე, ილია თოფურია (11-0) ჯაი ჰერბერტს (11-3) დაუპირისპირდება. ივენთი 19 მარტს გაიმართება და ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც “მატადორს” მსუბუქ წონით კატეგორიაში ვიხილავთ. მიმდინარე წლის იანვარში “მატადორი” UFC 270-ზე მოვსარ ევლოევს უნდა დაპირისპირებოდა. თოფურიასა და ევლოევს შორის გასამართი ბრძოლა ოფიციალურად გაუქმდა. […]
კურტის ბლეიდსი Vs. ალექსანდრ ვოლკოვი – სრული ბრძოლა და მებრძოლების გამომუშავებული თანხა (ვიდეო)
21 ივნისს ლას ვეგასში UFC Fight Night 173 გაიმართა. ივენთის ერთ-ერთი გამორჩეული ბრძოლა კურტის ბლეიდსსა და ალექსანდრ ვოლკოვს შორის შედგა. 5-რაუნდიანი დაძაბული ორთაბრძოლა კურტის ბლეიდსის გამარჯვებით დასრულდა. კურტის ბლეიდსმა 210.000 დოლარის გამომუშავება შეძლო. 100.000 გარანტირებული ჰონორარი, 100.000 ბონუსი გამარჯვებისთვის, 10.000 სასპონსორო ბონუსი. დამარცხებულმა ალექსანდრ ვოლკოვმა გარანტირებული ჰონორარის სახით 75.000 დოლარი მიიღო.