U18 კალათბურთი, B დივიზიონი – საქართველო მეოთხედფინალშია!
რუმინულ ორადეაში გრძელდება კალათბურთში ევროპის U18 ჩემპიონატის B დივიზიონი. დღეს ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩშ საქართველოს ნაკრები ირლანდიას დაუპირისპირდა. შეხვედრაში გამარჯვების შემთხვევაში ჩვენი გუნდი მეოთხედფინალის საგზურს ინაღდებდა. შეხვედრის დიდი ნაწილი ჩვენი გუნდის უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ ჩვენი ნაკრების გამარჯვებით 77:63 დასრულდა. სამწუხაროდ შეხვედრის დასაწყისშივე ფეხი გადაუბრუნდა და მატჩის გაგრძელება ვეღარ შეძლო ვლადიმერ თავაქარაშვილმა. ნაკრებს კი […]
ანდრონიკაშვილი და 4 კალათბურთელი, რომელთაც U18 ევროპის ჩემპიონატზე უნდა დავაკვირდეთ
რუმინეთის ქალაქი ორადეა კალათბურთში U18 ევროპის ჩემპიონატის B-დივიზიონს მასპინძლობს. B-დივიზიონის 24 ასაკობრივი ნაკრები ტურნირის ტრიუმფით დასრულებისთვის და A-დივიზიონში აღზევებისთვის იბრძოლებს. FIBA-მ ოფიციალურ ვებგვერდზე, ტურნირზე მონაწილე ტოპ-5 კალათბურთელი გამოავლინა, რომელთაც ვრცელი სტატია მიუძღვნა. ტოპ-5 კალათბურთელს შორის, რომელთაც U18 ევროპის ჩემპიონატის B-დივიზიონში უნდა დავაკვირდეთ, რატი ანდრონიკაშვილიც მოხვდა. ამიტ აჰარონი, ისრაელი 2016 წლის შემდეგ, ისრაელი A-დივიზიონში აღზევებისთვის იბრძვის […]