ალი დაეის ოჯახი ირანიდან არ გაუშვეს
ირანის ეროვნული ნაკრების ლეგენდარული ფეხბურთელის, ალი დაეის ოჯახის წევრებს ქვეყნიდან გაფრენის საშუალება არ მისცეს. დაეის თქმით, მისი მეუღლე და შვილი დუბაიში დასასვენებლად უნდა ჩაფრენილიყვნენ, თუმცა თვითმფრინავი სპარსეთის ყურის ერთ-ერთ კუნძულზე დაეშვა და ისინი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ფრენიდან მოხსნეს. ,,თუ მათ ქვეყნიდან გასვლა აკრძალული ჰქონდათ, ამის შესახებ პასპორტკონტროლის დროს უნდა გაეგოთ. ამაზე პასუხი არავინ გამცა,’’ – […]
ჩილესთან მატჩში ლიონელ მესიმ ორი რეკორდი დაამყარა
კოპა ამერიკას ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში – არგენტინა – ჩილე (1:1), “ალბისელესტეს” კაპიტანმა ლიონელ მესიმ ორი ახალი მნიშვნელოვანი მიღწევა დააფიქსირა. საქმე ისაა, რომ შეხვედრის 33-ე წუთზე გატანილი ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმის შემდეგ, 33 წლის სუპერვარსკვლავი მოქმედ ფეხბურთელებს შორის ყველაზე მეტი, 57 ჯარიმის გამტანი ფეხბურთელი გახდა. რა გასაკვირია, რომ ამ შედეგით არგენტინელთა კაპიტანმა მის მარადიულ მეტოქეს, […]
სანაკრებო დონეზე ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი 50 წლის გახდა (ვიდეო)
ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი სანაკრებო დონეზე, ალი დაეი დღეს 50 წლის გახდა. ლეგენდარულ ფეხბურთელს კარიერის მანძილზე ირანის ნაკრების შემადგენლობაში 109 გოლი აქვს გატანილი. რაც შეეხება დაეის საკლუბო კარიერას, მან ფეხბურთის თამაშს თავი 2007 წელს დაანება და ევროპის მხოლოდ 3 გუნდში ითამაშა. ირანული ფეხბურთის ლეგენდა პირველად “არმინიაში” წავიდა, შემდეგ კი “ჰერტასა” და “ბაიერნის” ფეხბურთელი იყო. მიუნხენურ […]