სენეგალის ნაკრებისთვის მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი უკვე წარმატებულად შეიძლება მივიჩნიოთ, ვინაიდან აფრიკულმა ნაკრებმა ისტორიაში მეორედ მუნდიალის პლეი-ოფში კვალიფიცირება შეძლო. მიუხედავად იმისა, რომ გუნდს მთავარი ვარსკვლავი და ქვეყნის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი, სადიო მანე ტრავმის გამო ვერ ეხმარება, ალიუ სისეს გუნდმა კატარისა და ეკვადორის წინააღმდეგ გამარჯვებები და ჯგუფიდან გასვლა მაინც შეძლოს. მიუხედავად ამისა, სენეგალის ნაკრებს პრობლემები მაინც შეექმნა. […]