ხვიჩა კვარაცხელიამ კაირატთან მატჩში ტრავმა მიიღო
საქართველოს ნაკრების შემტევი ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის “რუბინის” სეზონისწინა მოსამზადებელ შეკრებაზე დაშავდა. თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე შეკრების ფარგლებში, 20 წლის ქართველმა ვინგერმა ალმაატის “კაირატის” წინააღმდეგ თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, მე-11 წუთზე გამარჯვების გოლის გატანა შეძლო, თუმცა პირველი ნახევრის დასრულებამდე მოედანი იძულებით დატოვა. ლეონიდ სლუცკიმ კვარაცხელია 30-ე წუთზე შეცვალა, თუმცა როგორც რუსული პრესა წერს, ეს დაგეგმილი ცვლილება […]
კომპენსაცია ვაისის სანაცვლოდ? სერიოზული ინტერესი ყაზახების მხრიდან
ვლადიმირ ვაისმა შესაძლოა ყაზახეთში გააგრძელოს. ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახური გამოცემა Prosports.kz ავრცელებს და წერს, რომ ქვეყნის ყველაზე ცნობილი კლუბი “ასტანა” სლოვაკ სპეციალისტთან მოლაპარაკებების პროცესშია ჩართული. “ნურ სულთანში მდებარე კლუბი ვლადიმირ ვაისის მოწვევას გეგმავს. თავად სლოვაკს ყაზახეთში დასაქმების საწინააღმდეგო არაფერი აქვს, მას აქ აქამდეც უმუშავია. “კაირატთან” ერთად ვაისმა ორჯერ ქვეყნის თასი მოიგო და ამდენივე ვერცხლის მედალი […]