კეილორ ნავასი პსჟ-ს მიუახლოვდა
სექტემბერი 2, 2019
36
მადრიდის “რეალის” კიპერი, კეილორ ნავასი “პსჟ”-ში გადასვლასთანაა ახლოს. Sky Sports-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნავასი პარიზულ გრანდს შესაძლოა 1 წლიანი იჯარის ხელშეკრულებით შეუერთდეს. გარიგების თანახმად, კეილორ ნავასის “პსჟ”-ში გადასვლის შემთხვევაში – პარიზელთა კიპერი, ალფონს არეოლა “რეალს” შეუერთდება.