სერენა უილიამსსა და ნაომი ოსაკას შორის გამართული ამერიკის ღია პირველობის ფინალი სკანდალური გამოდგა. პორტუგალიელმა მსაჯმა, კარლოს რამოსმა მასთან გამართული რამდენიმე კამათის გამო უილიამსი გეიმით დასაჯა, რითაც ნაომი ოსაკას ორგეიმიანი, ფაქტობრივად გადამწყვეტი უპირატესობა მიანიჭა. ყველაფერი მეორე სეტში დაიწყო, როდესაც მთავარმა არბიტრმა ტრიბუნებიდან სერენას მთავარი მწვრთნელის მხრიდან კარნახი დააფიქსირა. მალევე გაბრაზებულმა უილიამსმა საკუთარი გეიმის წაგების გამო ჩოგანი დაამტვრია, […]