ახალი კვირიდან სტარტი აიღო 2019 წლის უკანასკნელმა დიდი სლემის ტურნირმა – ამერიკის ღია პირველობამ, სადაც მამაკაცთა ერთეულთა თანრიგში ძირითადი ბადის მე-17 ნომრად საქართველოს ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი იქნა განთესილი. ნიკას მეტოქე პირველ რაუნდში მარტონ ფუქსოვიჩი გახლდათ, რომელიც მისთვის საკმაოდ უხერხულ მეტოქედ მიიჩნევა, შესაბამისად არაა გასაკვირი მოვლენების ისეთი განვითარება, როგორიც ნიკასა და მარტონის შეხვედრაში […]