უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრის შემდეგ, რომელშიც “ნაპოლიმ” ამსტერდამის “აიაქსი” საშინაო კედლებში – 4:2 დაამარცხა, საქართველოს ნაკრების და ნეაპოლური გუნდის ლიდერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ კომენტარი გააკეთა. “მიხარია ამ სტადიონზე თამაში, აქ ატმოსფერო მართლაც გიჟურია. გოლებზე საუბარს ჯობია, რომ სერია A-ში გასამართ შემდეგ შეხვედრაზე ვისაუბროთ. ეს უფრო სწორია. რაც შეეხება პენალტს, არ აქვს მნიშვნელობა ვინ […]