საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციამ უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოციგურავე, ანასტასია გუბანოვა, რუსეთის არმიის ცენტრალური სპორტული კლუბის არენაზე, 14 თებერვალს დაგეგმილ ფიგურული სრიალის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას: ,,გვსურს, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთ ვებგვერდზე გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს, საქართველოს ფიგურული ციგურაობის ეროვნული ნაკრების წევრი, ანასტასია გუბანოვა, რომელიც იანვარში ფინეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით ევროპის ჩემპიონი გახდა, მონაწილეობას […]