10 აპრილს, დილის 07:30 საათზე, ალჯამაინ სტერლინგი სატიტულო ბრძოლაში პიოტრ იანს დაუპირისპირდება. მერაბ დვალიშვილის თანაგუნდელი UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი კატეგორიის მოქმედი ჩემპიონია და რუს მებრძოლთან დაპირისპირებაში ფავორიტის სტატუსით სარგებლობს. სტერლინგისა და იანის სატიტულო ბრძოლის წინ, მერაბ დვალიშვილმა ანატოლი მალიხინთან ნიძლავი დადო. იმ შემთხვევაში, თუ სტერლინგი გაიმარჯვებს, მერაბ დვალიშვილი 50,000 აშშ დოლარს მიიღებს, ხოლო იანის გამარჯვების შემთხვევაში, […]