პირლო: “რონალდუს დასვენება სჭირდებოდა”
სერია ა-ს 26-ე ტურში ტურინის “იუვენტუსმა” რომის “ლაციოს” უმასპინძლა და ანგარიშით 3:1 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში “ლაციო” მე-14 წუთზე კორეამ დააწინაურა. ანგარიშის გათანაბრება ადრიენ რაბიომ 39-ე წუთზე შეძლო, 47-ე და მე-60 წუთებზე კი დუბლი გაიფორმა “იუვენტუსის” ესპანელმა თავდამსხმელმა ალვარო მორატამ. აღსანიშნავია, რომ “ლაციოსთან” შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში არ იყო “იუვენტუსის” პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც მხოლოდ 69-ე […]
“გამოცდილება არ გვეყო”,- პირლო ვერონასთან შეხვედრის შესახებ
სერია ა-ს 24-ე ტურში “ვერონამ” ტურინის “იუვენტუსს” უმასპინძლა, შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. აღნიშნულ შეხვედრაში ანგარიში 49-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდუმ გახსნა, თუმცა ტურინელებმა უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს. 77-ე წუთზე “ვერონამ” წონასწორობა აღადგინა, ტურინელთა კარში გოლი ანტონინ ბარაკმა გაიტანა და “ბებერ ქალბატონს” მნიშვნელოვანი 2 ქულა დააკარგვინა. “ვერონასთან” მატჩი შეაფასა “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ. იტალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, […]
კასანო: “რონალდუმ იუვენტუსში წარმატებას ვერ მიაღწია”
იტალიის ნაკრების ყოფილმა წევრმა, ვეტერანმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ კრიშტიანუ რონალდუს “იუვენტუსში” ასპარეზობა წარუმატებლად შეაფასა. კასანო მიიჩნევს, რომ პორტუგალიელი სუპერვარსკვალვი ანდრეა პირლოს სათამაშო სტილში არ ჯდება. 2018 წელს ტურინის “იუვენტუსმა” კრიშტიანუ რონალდუს სანაცვლოდ მადრიდის “რეალს” 99 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაუხადა, საქმე ნამდვილად დიდ თანხასთან გვაქვს თუ გავითვალისწინებთ, რომ იმ დროისთვის კრიშტიანუ 33 წლის იყო. “იუვენტუსის” ინვესტიცია […]
რონალდუ ინტერთან შეცვლის გამო გაღიზიანდა (ვიდეო)
იტალიის თასის ნახევარფინალში “იუვენტუსმა” სტუმრად “ინტერი” 1:2 დაამარცხა. ტურინელები ჯერ კიდევ მე-9 წუთზე ლაუტარო მარტინესის გოლით მარცხდებოდნენ, თუმცა კრიშტიანუ რონალდუმ ჯერ 26-ე წუთზე მოპოვებული პენალტი გამოიყენა, ცოტა ხანში კი დუბლის შესრულებაც მოახერხა. პორტუგალიელი გოლების მანქანა ჰეთ-თრიქის შესრულებას ცდილობდა, თუმცა ანდრეა პირლომ ის 77-ე წუთზე შეცვალა. კადრებში ჩანს, თუ როგორი უკმაყოფილო იყო რონალდუ “იუვეს” მთავარი მწვრთნელის […]
მესი, ინიესტა, მოდრიჩი და სხვები: ათწლეულის საუკეთესო გამთამაშებელთა ათეული
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) ბოლო დეკადის (2010-20) საუკეთესო გამთამაშებელთა ათეული დაასახელა. გასაკვირი არაა, რომ სიაში პირველ ადგილს “ბარსელონას” არგენტინელი კაპიტანი ლიონელ მესი იკავებს, მეორე პოზიციაზე ამ სტატუსის ყოფილი მფლობელი ესპანელი ანდრეს ინიესტა იმყოფება, სამეულს კი მადრიდის “რეალის” ხორვატი ათიანი ლუკა მოდრიჩი ასრულებს. დეკადის საუკეთესო გამთამაშებელთა სრული ათეული ასეთია: 1. ლიონელ მესი 2. […]
პირლომ მორატას გაცუდებულ მომენტზე კომენტარი გააკეთა
იტალიის სერია ა-ს მე-12 ტურის შეხვედრაში ტურინის “იუვენტუსმა” საკუთარ მოედანზე “ატალანტას” უმასპინძლა. შეხვედრა დაძაბული მიმდინარეობით გამოირჩეოდა, სადაც მასპინძლებმა პირველ ტაიმში დაწინაურება მოახერხეს. სტუმრებმა შეხვედრის 57-ე წუთზე წონასწორობა აღადგინეს, გოლიდან 6 წუთში კი კრიშტიანუ რონალდუმ პენალტი ვერ გამოიყენა და საბოლოო ანგარიშიც, ფრე – 1:1 დაფიქსირდა. ზემოთხსენებული გოლებისა და ვერგამოყენებული პენალტის გარდა, ტურინელებს 100%-იანი საგოლე მომენტი ჰქონდათ, […]
პირლო: “რონალდუ მთელ გუნდს მაგალითს აძლევს”
“კალიარისთან” გამარჯვების შემდეგ, ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეა პირლომ, გუნდის მთავარ დამრტყმელ ძალაზე ისაუბრა. კრიშტიანუ რონალდუმ “კალიარისთან” დუბლის შესრულება შეძლო და მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე, 6 მატჩში 8 გოლს მოუყარა თავი. ასევე აღსანიშნავია, რომ რონალდუ გახდა პირველი მოთამაშე “იუვენტუსის” ისტორიაში, რომელმაც სერია ა-ში ჩატარებულ პირველ 5 შეხვედრაში გოლის გატანა შეძლო (კორონავირუსით დაინფიცირების გამო, პორტუგალიელს 16 […]
ალვარო მორატა: “ბედნიერი ვარ, რომ იუვენტუსის მაისურით ვთამაშობ”
ტურინის “იუვენტუსში დაბრუნებულმა” თავდამსხმელმა ალვარო მორატამ, კიევის “დინამოს” წინააღმდეგ დუბლის შესრულების შემდეგ, საკუთარ თამაშზე კომენტარი გააკეთა. “ბედნიერი ვარ, რომ ჩემპიონთა ლიგაში “იუვენტუსის” მაისურით ვთამაშობ. კარგად მახსოვს 2015 წელს ჩატარებულ ტურნირში ჩვენი გუნდის ბოლო მატჩი “ბარსელონასთან” ფინალში და ეს მოგონებები არც ისე სასიამოვნოა. თუმცა, ახალი სეზონის დაწყებისთანავე, ჩნდება ახალი შესაძლებლობა ბოლომდე გასასვლელად და ჩვენ კიდევ ერთხელ […]
ანდრეა პირლო: “მან ჩემს ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში ფუნდამენტური როლი ითამაშა, მასწავლა, როგორი უნდა იყოს პროფესიონალი”
ტურინის “იუვენტუსის” თავკაცმა ანდრეა პირლომ მწვრთნელის რანგში ჩემპიონთა ლიგაში წარმატებული დებიუტის შემდეგ, კომენტარი გააკეთა. “ახლა კარგი მატჩის ჩატარება მნიშვნელოვანი იყო. პირველ ტაიმში შეგვეძლო, რომ მომენტები უკეთესად გამოგვეყენებინა, მაგრამ მეორე ნახევრის დასაწყისში გატანილი გოლით დიდი საქმე გავაკეთეთ. ამის შემდეგ ჩვენ ბევრად უკეთესად გავაკონტროლეთ მატჩის მიმდინარეობა. ზოგადად, კმაყოფილი ვარ თამაშით, გუნდის თავდადებით, მოქმედებების პროდუქტიულობით. განსაკუთრებით შაბათს, კროტონეში […]
ანდრეა პირლო: “საჩქაროდ თავდამსხმელი მჭირდება”
ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი ანდრეა პირლო ამბობს, რომ მის გუნდს რაც შეიძლება მალე თავდამსხმელის დამატება სჭირდება. “ვცდილობ სხვადასხვა ვარიანტის დანერგვას, პირველ ნახევარს 4 მცველით ვთამაშობთ, შემდეგ სამზე გადავდივართ. გუნდში უნდა იყოს ენთუზიაზმი, ბიჭები ეჩვევიან ახალი ტიპის საქმეს და თავს კარგად გრძნობენ. ახლა ყველაზე მეტად თავდამსხმელი მჭირდება, თანაც რაც შეიძლება მალე, მაგრამ სატრანსფერო ფანჯარა ხანგრძლივია და […]
იგუაინის აგენტი ტურინშია – პიპიტა იუვენტუსს ემშვიდეობება
“იუვენტუსის” თავდამსხმელის გონსალო იგუაინის აგენტი იტალიაში ტურინულ კლუბთან კონტრაქტის შეწყვეტის მიზნით ჩავიდა. ამის შესახებ იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ Twitter-ში დაწერა. ცნობილია, რომ ფეხბურთელმა შეთავაზება მიიღო მაიამის “ინტერისგან”, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას მხოლოდ მას შემდეგ გაასაჯაროებს, რაც “ბებერ ქალბატონს” ოფიციალურად დატოვებს. ცოტა ხნით ადრე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კლუბმა და ფეხბურთელმა მხარეების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის […]
ანდრეა პირლო: “ზედიზედ მეათე სკუდეტო უნდა მოვიგოთ, იმედია ლიგის ფინალშიც გავალთ”
ტურინის “იუვენტუსის” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ მომავალ სეზონში გუნდის მიზნების შესახებ ისაუბრა. “მოსამზადებელი პერიოდი კარგად დავიწყეთ. ცოტა რთულია, რომ ამ დღეებში ბევრმა ფეხბურთელმა ეროვნული გუნდის დახმარების გამო დაგვტოვა, მაგრამ ჩვენ მუშაობას მაინც ვაგრძელებთ. “იუვენტუსში” დაბრუნებისთანავე თავი მშვიდად ვიგრძენი, რადგანაც აქ მომუშავე ყველა ადამიანს კარგად ვიცნობ. ეს ძალიან დამეხმარა. ჩვენ შემდეგ სეზონში მოედანზე ყველაფერს გავიღებთ. […]