ატალანტას 19 წლის ფეხბურთელი გარდაიცვალა
მაისი 11, 2020
258
დღეს იტალიიდან ტრაგიკული ინფორმაცია გავრცელდა – “ატალანტას” 19 წლის ფეხბურთელი ანდრეა რინალდი გარდაიცვალა. ახალგაზრდა ნახევარმცველი კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეული პაუზის გამო სახლში ვარჯიშობდა, რა დროსაც ტვინის ანევრიზმა დაემართა. 3 დღიანი ბრძოლის შემდეგ რინალდიმ სიცოცხლე დაასრულა. ანდრეა “ატალანტას” სერია D-ის კლუბ “ლეგნანოში” იყო განათხოვრებული. ის ქალაქ ვარესეს საავადმყოფოში გარდაიცვალა.