საქართველოს ნაკრებთან მარცხის (1:2) შემდეგ, რუმინეთის ეროვნული გუნდის შემტევმა, ანდრეი ივანმა, რომელმაც თავისი გუნდის მხრიდან ერთადერთი გოლის გატანა მოახერხა, შეხვედრა შეაფასა და მეტოქის ძალებზეც ისაუბრა. “საქართველოს ძალიან კარგი მოთამაშეები ჰყავს. ვერ გეტყვით, რომ საქართველო სუსტი გუნდია, მათ ნამდვილად ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავთ, მათი თამაშის ჩანაწერს ვუყურეთ. ძალიან გაღიზიანებული ვარ, რომ ვერ მოვიგეთ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, […]