ანდრეს ინიესტა: “ბარსელონაში დაბრუნება მსურს”
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ და ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ 2022/23 წლების სეზონის ბოლოს იაპონური “ვისელ კობეს” დატოვება გადაწყვიტა, მოგვიანებით კი თქვა, რომ მშობლიურ “ბარსელონაში” დაბრუნება სურს. “მინდა ფეხბურთის თამაში გავაგრძელო. ვგრძნობ, რომ ჯერ კიდევ შემიძლია ამის გაკეთება. როგორც არაერთხელ ვთქვი, მსურს დავბრუნდე “ბარსელონაში” ჩემი ცხოვრების რაღაც მომენტში, მაგრამ ვფიქრობ, რომ იქამდე ჯერ კიდევ […]
ანდრეს ინიესტა ვისელ კობეს ამ ზაფხულს დატოვებს
ანდრეს ინიესტამ განაცხადა, რომ ზაფხულში იაპონიას დატოვებს. ესპანელი ნახევარმცველი “ვისელ კობეს” 2018 წელს შეუერთდა და სამწლიანი კონტრაქტიც გააფორმა. ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ, ინიესტამ იაპონურ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის იანვრამდე გაახანგრძლივა. მიუხედავად ამისა, 39 წლის ნახევარმცველს ძირითად შემადგენლობაში ადგილის მოპოვება უჭირდა და სწორედ ამის გამო გადაწყვიტა კლუბის დატოვება. “მსურს ფეხბურთის თამაში გავაგრძელო. ვგრძნობ, რომ კიდევ შემწევს ამისა […]
მესის გარეშე – ინიესტამ დაასახელა 5 ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც თამაში ყველაზე მეტად მოსწონდა
ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის ,,ბარსელონას” ყოფილმა ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ, რომელიც ამჟამად ,,ვისელ კობეში” თამაშობს, დაასახელა 5 ფეხბურთელი, რომლებთან ერთად თამაშიც ყველაზე მეტად მოსწონდა: ,,ხუთი ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც მოედანზე თამაში ყველაზე მეტად მსიამოვნებდა ხავი, ნეიმარი, ეტო’ო, ბუსკეტსი და რიკელმე არიან. რიკელმესთან კონტაქტი შევინარჩუნე. მასთან ერთად გასახდელში ყოფნა, მისი ვარჯიშებისა და თამაშის ყურება განსაკუთრებული იყო,” – […]
ინიესტამ მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ფავორიტები დაასახელა
ესპანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ანდრეს ინიესტამ, ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის მთავარ ფავორიტებზე ისაუბრა: ,,არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატის მოგების ერთ-ერთი პრეტენდენტია. მათ შესანიშნავი გუნდი ჰყავთ, რომელშიც გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელები არიან. მესისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. როცა შემადგენლობაში ლეო გყავს, შენ ერთ-ერთი ფავორიტი ხარ. სხვა ფავორიტებს შორის ბრაზილია, ესპანეთი და საფრანგეთი არიან. თუ მესი მუნდიალს მოიგებს, მის […]
ინიესტა: ,,ინდივიდუალური ჯილდოების დიდად არ მჯეროდა”
კატალონიის ,,ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ანდრეს ინიესტამ, ,,ოქროს ბურთის” შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა. ესპანელი ჯილდოს მოგებასთან ყველაზე ახლოს 2010 წელს იყო, როცა გამოკითხვაში მეორე ადგილი დაიკავა: ,,თუ ვინმე ამბობს, რომ ,,ოქროს ბურთის” მოგებისთვის თამაშობს, ძალიან კარგია. რა თქმა უნდა, ამ ჯილდოს მოპოვება გამიხარდებოდა, მაგრამ ეს ის არ არის, რის გარეშეც ვერ ვიცხოვრებ. ინდივიდუალური […]
ანდრეს ინიესტას გოლი სეგან ტოსუს კარში | VIDEO
ანდრეს ინიესტას გოლი მელბურნ ვიქტორის კარში | VIDEO
ანდრეს ინიესტას ეფექტური საგოლე პასი იაპონიის ჩემპიონატში | VIDEO
ბარსელონაში დაბრუნება? – ანდრეს ინიესტამ სამომავლო გეგმები გაამხილა
ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ სამომავლო კარიერული მიზნების და მშობლიურ კლუბ “ბარსელონაში” შესაძლო დაბრუნების შესახებ ისაუბრა. “დრო, როგორც ამბობენ, მირბის, მაგრამ მე ჯერ არ ვიცი თუ სად ვიქნები კარიერის დასრულების შემდეგ. ბევრჯერ გამჩენია აზრი, რომ მწვრთნელი ან სპორტული დირექტორი გავმხდარიყავი. მინდა, რომ მომავალშიც ფეხბურთით დავკავდე. “ბარსელონაში” დაბრუნება მინდა. ძალიან მსიამოვნებს ფეხბურთში ყოფნა და ამაზე […]
2022 წლის 20 ყველაზე მდიდარი ფეხბურთელი
Forbes-ის განახლებული მონაცემების მიხედვით მსოფლიოში 2022 წლის ყველაზე მდიდარი ფეხბურთელის სია ცნობილია. ქვემოთ მოცემულ ნუსხაში იგულისხმება ქონების საერთო ღირებულება და აქ ყველა ტიპის შემოსავალი არის გათვალისწინებული. უმდიდრესი სპორტსმენების ოცეული ასე გამოიყურება: 20. რიო ფერდინანდი (კარიერა დასრულებული აქვს): 75 მილიონი დოლარი 19. ვილიანი (კორინთიანსი): 75 მილიონი დოლარი 18. არიენ რობენი (კარიერა დასრულებული აქვს): 80 მილიონი დოლარი […]
რეტრო კადრები | 24-ნომრიანი ინიესტას ბრწყინვალე მომენტები | VIDEO
2021/2022 წლების სეზონის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების TOP 10 ცნობილია
2021/2022 წლების სეზონის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ცნობილია, ინფორმაციას Forbes” ავრცელებს. TOP 10 კრიშტიანუ რონალდუ – $125 მილიონი (საფეხბურთო ანაზღაურება $70 მილიონი, სხვა შემოსავლები $55 მილიონი) ლიონელ მესი – $110 მილიონი (საფეხბურთო ანაზღაურება $75 მილიონი, სხვა შემოსავლები $35 მილიონი) ნეიმარი – $95 მილიონი (საფეხბურთო ანაზღაურება $75 მილიონი, სხვა შემოსავლები $20 მილიონი) კილიან მბაპე – $43 […]